საწარმო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, რომ ინფორმაცია მოწყობილობების მახასიათებლების შესახებ, რომელიც მიღებულია საფრენოსნო შემოწმების და სამუშაო მახასიათებლების ხარისხის შემოწმების შედეგად, ხელმისაწვდომი იყოს სამეთვალყურეო შემადგენლობისთვის, ასევე, შეიმუშაოს პროცედურები, რომლებიც ასახავს ინფორმაციას სმმ-ის ავტომატიზებული სისტემების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ბ) შეიმუშაოს პროცედურები სმმ-ის პუნქტებს შორის გაცვლილი საფრენოსნო მონაცემების ერთიანობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროცედურები უნდა მოიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბ.ა) უნდა გადაიგზავნოს მხოლოდ გადამოწმებული საფრენოსნო მონაცემები;
ბ.ბ) პუნქტმა უნდა მოიპოვოს სათანადო ინფორმაცია, თუ სხვა პუნქტისგან მიღებული საფრენოსნო მონაცემები არასრული ან დაუმუშავებელია; და
ბ.გ) პუნქტმა უნდა განსაზღვროს კოორდინაციის პროცედურები, რათა აცნობოს სამეთვალყურეო პუნქტს შემოწმებული ან არასრული საფრენოსნო მონაცემების შესახე