1. საჰაერო ვითარების ამსახველ სისტემაზე, სულ მცირე, უნდა აისახოს:
ა) მონაცემები სხ-ის ადგილმდებარეობის შესახებ;
ბ) საავიაციო რუკები, რომლებიც აუცილებელია საჰაერო მოძრაობის სარადიოლოკაციო მომსახურების-ის შესასრულებლად ; და
გ) ინფორმაცია სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი და ფრენის ეშელონის შესახებ.
2. სმმ-ის სარადიოლოკაციო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მუდმივად განახლებად ინფორმაციას, მათ შორის სხ-ის ადგილმდებარეობის შესახებ.
3. სხ-ების ადგილმდებარეობა შეიძლება გამოისახოს შემდეგი სახით:
ა) ადგილმდებარეობის ცალკეული სიმბოლოებით, მაგალითად, პირველადი რადიოლოკატორი, მრლ, ADS-B ან MLAT სიმბოლოებით ან მათი კომბინაციით;
ბ) პირველადი რადიოლოკატორის ბლიპით; და
გ) მრლ-ის პასუხებით.
4. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება განმასხვავებელი სიმბოლოები, რათა გამოისახოს:
ა) დუბლირებული მრლ-ის კოდები და/ან სხ-ის უნებლიედ დუბლირებული სხ-ს ამოსაცნობი ინდექსები;
ბ) სხ-ის პროგნოზირებადი ადგილმდებარეობა;
გ) პლოტის და მიმართულების ხაზის მონაცემები.
5. სარადიოლოკაციო მონაცემების ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, მეთვალყურეს უნდა მიეწოდოს სიტუაციის შესახებ ინფორმაცია სიმბოლოებით ან სხვა საშუალებებით.
6. მრლ-ის კოდები 7500, 7600 და 7700, „ამოცნობის“ რეჟიმი, ADS-B-ს საავარიო და/ან გადაუდებლობის რეჟიმი, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეტყობინებები და გაფრთხილებები, ასევე ინფორმაცია ავტომატიზებული კოორდინაციის შესახებ წარედგინება გასაგები და განსხვავებული ფორმით, რაც უზრუნველყოფს ადვილად ამოცნობას.
7. საწარმო ვალდებულია გამოიყენოს სხ-ის ფორმულარები, შესაბამისი ინფორმაციის ასოით-ციფრული ფორმით წარსადგენად, რომლებიც მიღებულია დაკვირვების საშუალებებისგან და აუცილებლობისას საფრენოსნო ინფორმაციის დამუშავების სისტემიდან.
8. სხ-ის ფორმულარის ინფორმაცია, სულ მცირე, მოიცავს მრლ-ის კოდს ან სხ-ის ამოსაცნობ ინდექსს და, თუ არსებობს ბარომეტრული სიმაღლის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას ფრენის სიმაღლის შესახებ. ამ ინფორმაციის მიღება შეიძლება მრლ-ის A-რეჟიმში, მრლ-ის C-რეჟიმში, მრლ-ის S-რეჟიმში და/ან ADS-B-დან.
9. სხ-ის ფორმულარი დაკავშირებულია სათანადოდ ასახული სხ-ის ადგილმდებარეობასთან ისე, რომ გამოირიცხოს შეცდომა ამოცნობისას ან გაურკვევლობა მეთვალყურის მხრიდან. სხ-ის ფორმულარის ინფორმაცია უნდა იყოს გასაგები და მცირე ფორმი