1. მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა, რომელიც კომბინირებულია ერთზე მეტ გლობალურ სანავიგაციო სატელიტურ სისტემასთან, უნდა უზრუნველყოფდეს ოპერირების დონის სისწორეს, უწყვეტობას, ქმედუნარიანობას და მთლიანობას.

2. მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) ლოკალურად რელევანტური ფსევდო მანძილის კორექცია;

ბ) მიწისზედა აუგმენტაციის სისტემასთან დაკავშირებული მონაცემების წარმოება;

გ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპისათვის საჭირო მონაცემების წარმოება (როდესაც ხორციელდება ზუსტი მისადგომის მომსახურება);

დ) მონაცემების მიღების ქმედუნარიანობის პროგნოზირება;

ე) გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის წყაროების მთლიანობა.

3. იქ სადაც არსებობს ხელისშემწყობი ტოპოგრაფიული მდგომარეობა და შესაბამისი ოპერატიული მოთხოვნები,  პირველი კატეგორიის ზუსტი შესვლის ან ვერტიკალური ხელმძღვანელობის მიწისზედა აუგმენტაციის სისტემამ უნდა განახორციელოს ლატერალური გადაფარვა, რომელმაც უნდა მოიცვას:

ა) ადზ-ის ორივე კურსი, ადზ-ის ზღურბლიდან 140 მეტრი მანძილიდან ± 35 გრადუსიანი კუთხით 28 კილომეტრიანი მანძილი,  ან ± 10 გრადუსიანი კუთხით 37 კილომეტრის მანძილზე;

ბ) ლატერალური რეგიონის ვერტიკალური გადაფარვა 7 გრადუსზე მაღალი კუთხით, ან 1.75  საგლისადო დახრის კუთხით მისი გადაკვეთის წერტილთან. აღნიშული გადაფარვა ადზ-ის ზღურბლიდან ვრცელდება 30 მეტრიდან 3000 მეტრამდე სიმაღლეზე.

4. პირველი  კატეგორიის ზუსტი შესვლის მონაცემების მაუწყებლობა უნდა გავრცელდეს 3,7 მეტრზე სიმაღლეზე ადზ-ის ზედაპირის პარალელურად, მონაცემების მაუწყებლობა უნდა იყოს ყველგან მიმართული.

5. მონაცემების სამაუწყებლო რადიო სიხშირე არჩეულ უნდა იქნეს 108 -117.975 მჰც რადიოსიხშირული დიაპაზონიდან, სადაც მინიმალური ასათვისებელი რადიო სიხშირე უნდა იყოს 108.025 მჰც,  მაქსიმალური კი 117.950, ხოლო გამოყენებულ სიხშირეებს შორის სხვაობის მინიმალური ზღვარი კი -  25 კჰც.

6. დროის დანაყოფის მრავალჯერადი წვდომის (TDMA) გამოყენება უნდა განხორციელდეს ფიქსირებული ჩარჩოს სტრუქტურით, ხოლო მონაცემების მაუწყებლობას მინიჭებული უნდა ქონდეს 1-იდან 8 სლოტამდე.

7. მიწისზედა აუგმენტაციის სისტემის მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს 3 ბიტიანი სიმბოლოებით, სამაუწყებლო მონაცემების  გადაცემის მოდულაცია უნდა განხორციელდეს D8PSK ფორმატის საშუალებით 10500 სიმბოლო წამში.

8. მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა „H" მაუწყებლობს ჰორიზონტალურად პოლარიზებული სიგნალით.

9. გამოსხივების ეფექტური სიმძლავრე განხორციელებული უნდა იქნეს ჰორიზონტალურად პოლარიზებული სიგნალით, სადაც ველის მინიმალური სიმძლავრე 215 მიკრო ვოლტია 1 კვადრატულ მეტრზე, ხოლო მაქსიმალური კი 0.350 ვოლტი 1 კვადრატულ მეტრზე მიწისზედა აუგმენტაციის სისტემის დაფარვის არეალში.

10. გადაფარვის ველის სიმძლავრე გაზომილ უნდა იქნეს სინქრონიზაციის საშუალო პერიოდით და იმპულსური ველის აღქმით.

11. რადიოსიხშირის ფაზის წანაცვლება ჰორიზონტალურ  (HPOL) და ნებისმიერ ვერტიკალურად პოლარიზებულ (VPOL)კომპონენტებს შორის უნდა იყოს ისეთი, რომ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იყოს „HPOL“-ის მინიმალური სიგნალის სიმძლავრე.

12.მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა „N” მაუწყებლობს ელიფსურად პოლარიზებული სიგნალით.

13. როდესაც ხორციელდება ელიფსურად პოლარიზებული სიგნალით მაუწყებლობა, ჰორიზონტალურად პოლარიზებული კომპონენტები უნდა შეესაბამებოდეს “ERP”-ის მოთხოვნებს.

14. გასხივებული სიგნალის ეფექტური სიმძლავრე  უნდა იყოს ვერტიკალურად პოლარიზებული  მინიმუმ 136 მიკრო ვოლტი 1 კვადრატულ მეტრზე სიმძლავრით, ხოლო მაქსიმალური კი 0.221 ვოლტი 1 კვადრატულ მეტრზე მიწისზედა აუგმენტაციის სისტემის დაფარვის არეალში.

15. რადიოსიხშირის ფაზის წანაცვლება ჰორიზონტალურ  (HPOL) დან ნებისმიერ ვერტიკალურად პოლარიზებულ (VPOL) კომპონენტებს შორის უნდა იყოს ისეთი, რომ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იყოს „HPOL“-ის და „VPOL“-ის მინიმალური სიგნალის სიმძლავრე.

16. ნებისმიერი ოპერატიული რეჟიმისას გამოყენებული სიგნალის გადაცემის სიმძლავრის ოდენობა 25  კილო ჰც მომიჯნავე სიხშირეების გამტარუნარიანობა არ უნდა აღემატებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის 1-ლი ტომის 3.7.3.5-1 ცხრილში მოცემულ მაჩვენებლებს.
თავი IV
სარადიოლოკაციო მომსახურე