სარადიოლოკაციო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად უნდა ჩაუტარდეს  მონიტორინგი და გაზომვები შემდეგ მაჩვენებლებს:

ა) სარადიოლოკაციო მომსახურების მიერ წარმოებულ პაკეტებს;

ბ) სარადიოლოკაციო მომსახურების სისწორეს;

გ) სარადიოლოკაციო მომსახურების ქმედითუნარიანობას;

დ) სარადიოლოკაციო მომსახურების მთლიანობას;

ე) სარადიოლოკაციო მომსახურებაში ჩართული სისტემების მთლიანობას;

ვ) სარადიოლოკაციო მომსახურების მიერ წარმოებული პაკეტების ვალიდურობას დროსთან მიმართებაში;

ზ) სარადიოლოკაციო მომსახურების მიერ წარმოებული ინფორმაციის განახლების პერიოდს;

თ) სარადიოლოკაციო მომსახურების უწყვეტობას;

ი) სარადიოლოკაციო მომსახურებით გადაფარვას;

კ) სარადიოლოკაციო მომსახურების საიმედოობა