1. საწარმო ვალდებულია განახორციელოს  საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფაში გამოყენებული პირველადი და მეორადი რადიოლოკაციური სისტემის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების სხვა სისტემების (მაგალითად, ADS-B, ADS-С) მონაცემების ავტომატური ჩაწერა, მათი  საავიაციო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევის, ძებნა-შველის ჩატარების,  სარადიოლოკაციო სისტემების შეფასების და პერსონალის მომზადების მიზნით.

2. ავტომატური ჩანაწერები უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ჩანაწერები შეეხება საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას, მათი შენახვა უნდა მოხდეს უფრო ხანგრძლივი პერიოდით.
თავი XVII
ინფორმაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიმა