საწარმო ვალდებულია:

ა) საფრენოსნო საინფორმაციო პუნქტები და რაიონული სამეთვალყურეო პუნქტები უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325-ე დადგენილების 113-ე მუხლის   შესაბამისად. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მიმდინარე ან მოსალოდნელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის ელემენტების გაუარესებაზე ასეთის არსებობისას. აღნიშნული ცნობები და პროგნოზები უნდა მოიცავდეს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს ან სამეთვალყურეო რაიონს და სხვა ისეთ რაიონებს, რომლებიც  განსაზღვრულია  რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით.

შენიშვნა: წინამდებარე დებულების მიზნებისთვის, ზოგიერთი მეტეოროლოგიური პირობის ცვლილება განიხილება როგორც მეტეოროლოგიური ელემენტის გაუარესება, თუმცა ჩვეულებრივ პირობებში აღნიშნული ამგვარად არ განიხილება. მაგალითად, ტემპერატურის მატებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ზოგიერთი ტიპის სხ-ის ფრენაზე;

ბ) საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტები და რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი დროის სათანადო ინტერვალებით უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მიმდინარე მონაცემებით წნევის შესახებ, სიმაღლის საზომის დასაყენებლად იმ ადგილთან მიმართებით, რომელიც მითითებულია საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტის ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის მიე