სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების მისიაში ასახული საერთო პრინციპებისა და პრიორიტეტების, ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ
ი მიზნებიდან გამომდინარე მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, ითვალისწინებს ამ მიზნის მიღწევის გზებს;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა სწავლების შესაბამისი საფეხურისათვის უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს თითოეული მოსწავლისათვის კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარ
-ჩვევების გამომუშავებას, აძლევს მათ ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობას;

დ) უზრუნველყოფილია სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა