სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე
და მიღწევადია;
ბ) პროგრამის კომპონენტების (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების შინაარსისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით
დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების
მიღწევა
ს;
გ) პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;
დ)
პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე)
და დასაქმების
ბაზარზე;
ე)
პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრასა და პროგრამის განვითარების პროცესში
დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება