სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის განვითარების საჭიროებები, მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მისი მიღწევების გაუმჯობესებისათვის საჭირო კონსულტაცია და დახმარება;

ბ) სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ მათი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე წარმატებების მიღწევას;

გ) მოსწავლეებს აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება, დაწესებულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებასა და მოსწავლეთა მიღწევების წახალისება