სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე
და მიღწევადია;
ბ)
პროგრამის კომპონენტის (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით
დასახული მიზნებისა
და სწავლის შედეგების მიღწევას;
გ)
პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით
დასახული მიზნებისა
და სწავლის შედეგების მიღწევას
უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;
დ)
პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების
შემდგომ საფეხურზე)
და დასაქმების
ბაზარზე;
ე)
პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრ
ისა და პროგრამის განვითარების პროცესში
დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება