სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
სტუდენტი იღებს თავ
ისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და
მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ
ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას;

ბ) დაწესებულების აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემაში გათვალისწინებულია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა;

გ) დაწესებულება ხელს უწყობს სტუდენტის ჩართვას კვლევითი პროექტების განხორციელებაში, პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში;

დ) დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების, სამეცნიერო მუშაობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზე