სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;
ბ) კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც დგინდება: აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომით (სახელოვნებო მიმართულებებში - შემოქმედებითი პროექტით), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; ხოლო მოწვეული პერსონალის ან მასწავლების შემთხვევაში - შეიძლება დადასტურდეს პრაქტიკული გამოცდილებით;
გ)
პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია
სათანადო კომპეტენციის
მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე
პერსონალით;
დ)
სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე
და უზრუნველყოფს
პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას;
ე)
არსებობს პროგრამის
ფინანსური უზრუნველყოფა