1.
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიშ
ი თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის
;
ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ელექტრონული ფორმით;

გ) სააკრედიტაციო
განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. აკრედიტაციის მაძიებელი აკრედიტაციის საფასურს იხდის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის შესაბამისად, ცენტრის წერილის საფუძველზე