1. პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) თითოეული პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;

ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.

3. დაწესებულებამ პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას, პროგრამის სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-8 მუხლით დადგენილი ვადებ