1. ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის აკრედიტაციის ექსპერტი არის მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობა, აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში/ბიუროში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლა