1. რუკის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რუკის დანიშნულება და ადამიანური ფაქტორები.
შენიშვნა: ადამიანური ფაქტორების ასპექტების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „სასწავლო სახელმძღვანელოში ადამიანური ფაქტორების საკითხებზე“ (ICAO Doc 9683).
2. საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ეფექტიანი ფრენის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველი სახის რუკა უნდა იძლეოდეს სათანადო ინფორმაციას ფრენის ეტაპების შესახებ, კერძოდ:
ა) 1-ელი ეტაპი – საჰაერო ხომალდის მოძრაობა სადგომიდან აფრენის წერტილამდე;
ბ) მე-2 ეტაპი – აფრენა და სიმაღლის აღება სმმ-ს მარშრუტზე ფრენისთვის;
გ) მე-3 ეტაპი – მარშრუტზე ფრენა, სმმ-ს მარშრუტების სტრუქტურაში;
დ) მე-4 ეტაპი – დაშვება დასაფრენად შესვლისთვის;
ე) მე-5 ეტაპი – დასაფრენად შესვლა დაფრენის მიზნით და მეორე წრეზე წასვლა;
ვ) მე-6 ეტაპი – დაფრენა და მიმოსვლა საჰაერო ხომალდის სადგომამდე.
3. თითოეული ტიპის რუკა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ხოლო მისი დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს ადამიანური ფაქტორის ისეთ პრინციპებს, რომლებიც მის ოპტიმალურ გამოყენებას გააადვილებს.
შენიშვნა: ადამიანური ფაქტორების პრინციპების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „ადამიანური ფაქტორების კუთხით სწავლების სახელმძღვანელოში“ (ICAO Doc 9683).
4. საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, ყოველი ტიპის რუკა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ფრენის კონკრეტულ ეტაპს შეესაბამება.
5. რუკაზე წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, ლაკონური, არ მოიცავდეს ხარვეზებს და ჩვეულ სამუშაო პირობებში ადვილად იყოს წასაკითხი.
6. რუკა უნდა იყოს პილოტისთვის ადვილად წასაკითხი და გასაგები რუკის შეფერილობის/ელფერის და შრიფტის ზომის თვალსაზრისით, ბუნებრივი და ხელოვნური განათების სხვადასხვა პირობებში.
7. რუკაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ პილოტის მიერ აღიქმებოდეს გონივრულ დროში, მისი სამუშაო დატვირთვის და ფრენის პირობების გათვალისწინებით.
8. თითოეული ტიპის რუკაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთნაირად, რომ იძლეოდეს ერთი რუკიდან მეორეზე მწყობრი გადასვლის შესაძლებლობას, ფრენის ეტაპის შესაბამისად.
9. რუკა უნდა იყოს გეოგრაფიულ ჩრდილოეთზე ორიენტირებულ