1. რუკაზე აღნიშნული პირობითი ნიშნები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №2 დანართის (რუკების პირობითი ნიშნები) მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რუკაზე მიეთითება სამოქალაქო ავიაციისთვის მნიშვნელოვანი სპეციალური ნიშნები ან ცნობები, რომელთა ICAO-ს პირობითი აღნიშვნაც ამჟამად არ არსებობს. ამ მიზნით, შეიძლება შეირჩეს ნებისმიერი სათანადო პირობითი ნიშანი, რომელიც განსხვავებული იქნება ICAO-ს რუკების პირობითი ნიშნებისგან და არ გაართულებს რუკის წაკითხვას.

შენიშვნა: პირობითი ნიშნების ზომები და გამოსახულება, ხაზების სისქე და მათ შორის ინტერვალი შესაძლოა შეიცვალოს რუკის მასშტაბის და დანიშნულების მიხედვით, ამ ნიშნებით გამოსახული ინფორმაციის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით.

2. სახმელეთო სანავიგაციო საშუალებები, გადაკვეთის ადგილები და მარშრუტის წერტილები ყველა რუკაზე უნდა იყოს გამოსახული ერთნაირი ძირითადი პირობითი ნიშნით, რუკის დანიშნულების მიუხედავად.

3. ძირითადი წერტილების პირობითი ნიშნები უნდა იყოს დაფუძნებული პირობითი ნიშნების იერარქიაზე და შეირჩეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) სახმელეთო სანავიგაციო საშუალებები;

ბ) გადაკვეთის ადგილები;

გ) მარშრუტის წერტილების პირობითი ნიშნები.

4. მარშრუტის წერტილის პირობითი ნიშანი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული ძირითადი წერტილი არ არის აღნიშნული, როგორც სახმელეთო სანავიგაციო საშუალება ან გადაკვეთის ადგილმდებარეობა.

5. სამსახურმა უნდა  უზრუნველყოს სიმბოლოების ასახვას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და ამ წესის №2 დანართის (რუკების პირობითი ნიშნები) განსაზღვრული მეთოდის - სიმბოლო ნომერი – 121-ის შესაბამისა