1. რუკის ჩარჩოს ველში განთავსებულ შენიშვნას უნდა ჰქონდეს ამ წესის №1 დანართში (რუკის ჩარჩოს მიღმა ჩანართები) მოცემული ფორმატი, თუ კონკრეტული რუკისთვის სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რუკა წარმოადგენს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის ნაწილს.

2.  თუ კონკრეტულ რუკასთან დაკავშირებით არ არსებობს სპეციალური მოთხოვნა, რუკის წინა მხარეს მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა) რუკების სერიის სათაური ან აღმნიშვნელი.

შენიშვნა:  სათაური შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემოკლებული ფორმით.

ბ) რუკის ფურცლის დასახელება და კოდური ნომერი;

გ) რუკის ჩარჩოს თითოეულ ველში – მოსაზღვრე ფურცლის აღმნიშვნელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. რუკაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამოყენებული პირობითი ნიშნების და შემოკლებების ლეგენდა, რომელიც უნდა განთავსდეს ყოველი რუკის წინა ან უკანა მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილის ეკონომიის მიზნით, ლეგენდა შეიძლება გამოიცეს ცალკე.

4. რუკის ჩარჩოს ველში უნდა მიეთითოს რუკის გამომცემი სამსახურის დასახელება და მისამართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რუკა ქვეყნდება როგორც სააერნაოსნო დოკუმენტის ნაწილი და ეს ინფორმაცია შესაძლოა მოცემული იყოს ამ დოკუმენტის დასაწყისშ