1. წარწერები რუკაზე უნდა იყოს გამოსახული ლათინური ანბანის ასოებით.

2. იმ ქვეყნებში, სადაც ოფიციალურად გამოიყენება ლათინური ანბანის ნაირსახეობები, ადგილების და გეოგრაფიული ელემენტების დასახელებები უნდა იყოს მითითებული ოფიციალური მართლწერით გათვალისწინებული სახით, შესაბამისი ანბანით გათვალისწინებული მახვილების და დიაკრიტიკული ნიშნების ჩათვლით.

3. როდესაც კონკრეტულ რუკაზე შემოკლებით დაიტანება ისეთი გეოგრაფიული ტერმინები, როგორებიცაა, „კონცხი“, „წერტილი“, „ყურე“ ან „მდინარე“, თითოეული ასეთი ტერმინის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი უნდა დაიწეროს სრულად იმ ენაზე, რომელიც გამოიყენება რუკის გამომცემი სამსახურის მიერ. შემოკლებებთან სასვენი ნიშნები არ იწერება.

4. რაიონებში, სადაც ლათინური დასახელებები ოფიციალურად არ გამოიყენება და, ასევე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიის მიღმა,  დასახელებების არარომაული ანბანიდან  გადაყვანა უნდა განხორციელდეს იმ მეთოდით, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება რუკების გამომცემი სამსახურის მიერ