1. რუკაზე საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) საჰაერო სივრცის გამოსახვისას, უნდა მიეთითოს მისი კლასი, ტიპი, დასახელება ან მოსახმობი, ვერტიკალური საზღვრები და რადიოკავშირის სიხშირე(ები), ასევე ჰორიზონტალური საზღვრები ამ წესის №2 დანართის (რუკების პირობითი ნიშნები) მოთხოვნების შესაბამისად.

2. ვიზუალური ფრენებისთვის განკუთვნილი ყოველი რუკის წინა ან უკანა მხარეს უნდა გამოისახოს სმმ საჰაერო სივრცის კლასიფიკაციის ცხრილის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება აღნიშნულ რუკაზე გამოსახულ საჰაერო სივრცე