1. ვერტიკალურ სიბრტყეში ათვლის სისტემის სახით გამოიყენება ზღვის საშუალო დონე (MSL), რომელიც განსაზღვრავს გრავიტაციასთან დაკავშირებული ფარდობითი სიმაღლის (შემაღლების) შეფარდებას ზედაპირთან, რომელსაც ეწოდება გეოიდი.
შენიშვნა 1: გლობალური მასშტაბით გეოიდი ყველაზე მეტად მიახლოებულია ზღვის საშუალო დონესთან (MSL). იგი განისაზღვრება, როგორც ექვიპოტენციალური ზედაპირი დედამიწის გრავიტაციულ ველში, რომელიც ემთხვევა მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ზღვის საშუალო დონეს (MSL) და გადის კონტინენტების ქვეშ.
შენიშვნა 2: გრავიტაციასთან დაკავშირებულ ფარდობით სიმაღლეებს (შემაღლებებს) ასევე ეწოდება ორთომეტრული სიმაღლეები, ხოლო ელიფსოიდის ზემოთ არსებულ წერტილებამდე მანძილებს - ელიფსოიდური ფარდობითი სიმაღლეები.
2. გარდა ზღვის საშუალო დონიდან (MSL) ათვლილი შემაღლებებისა, ხმელეთზე კონკრეტული წერტილის პოზიციისთვის ასევე ქვეყნდება გეოიდის ტალღა (WGS-84 ელიფსოიდთან მიმართებით), თუ ასეა განსაზღვრული კონკრეტული რუკისთვის.
შენიშვნა: აეროდრომებზე/ვერტოდრომებზე კონკრეტული წერტილის შემაღლების და გეოიდის ტალღის სიზუსტესა და ჰაერსანაოსნო მონაცემების მთლიანობის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული სპეციფიკაციები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) 1-ელ დამატებაში.
3. რუკაზე შემაღლების და გეოიდის ტალღის გარჩევადობის ხარისხი უნდა იყოს იგივე, რაც განსაზღვრულია რუკების კონკრეტული სერიისთვის.
შენიშვნა: რუკაზე შემაღლების და გეოიდის ტალღის გარჩევადობასთან დაკავშირებული სპეციფიკაციები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) 1-ელ დამატებაში.
4. დროის ათვლის სისტემის სახით გამოიყენება გრიგორიანული კალენდარი და კოორდინირებული უნივერსალური დრო (UTC).
5. იმ შემთხვევაში, თუ რუკის შედგენისას გამოიყენება დროის ათვლის განსხვავებული სისტემა, ეს ინფორმაცია ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის (AIP) პარაგრაფ GEN 2.1.2-ში.
თავი IV
A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა
(საექსპლუატაციო შეზღუდვებ