1. A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის ნახაზი უნდა იყოს საკმარისი ზომის, რაც შესაძლებელს გახდის მასზე ყველა დაბრკოლების დატანას.
შენიშვნა: ცალკეული, დაშორებული დაბრკოლება, როდესაც შესაძლოა საჭირო გახდეს რუკის ფურცლის ზომების გაზრდა, შეიძლება გამოისახოს სათანადო პირობითი ნიშნით და ისრით მიეთითოს მანძილი და პელენგი ადზ-ის ყველაზე დაშორებულ ბოლომდე და მათი შემაღლება.
2. ჰორიზონტალური მასშტაბი უნდა იყოს 1:10 000-დან 1:15 000-მდე ფარგლებში.
შენიშვნა: რუკის გამოცემის დასაჩქარებლად, შეიძლება გამოყენებული იყოს 1:20 000 მასშტაბი.
3. ვერტიკალური მასშტაბი ათჯერ აღემატება ჰორიზონტალურ მასშტაბს.
4. რუკაზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზოვანი მასშტაბები გამოისახება მეტრებსა და ფუტებშ