1. სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა (A ტიპი – საექსპლუატაციო შეზღუდვები), იქმნება ყველა იმ აეროდრომის შემთხვევაში, რომელიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, გარდა იმ აეროდრომებისა, სადაც არ არსებობს დაბრკოლებები ასაფრენი ტრაექტორიის არეში ან წარდგენილია აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული) ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ აფრენის ტრაექტორიის არეში დაბრკოლებების არარსებობის გამო ასეთი რუკის წარდგენა არ მოითხოვება, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში