1. რუკაზე უნდა მიეთითოს გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური დახრილობა. მაგნიტური დახრილობის გარჩევადობის ხარისხი უნდა იყოს იგივე, რაც განსაზღვრულია კონკრეტული რუკისთვის.
2. თუ რუკაზე მითითებულია მაგნიტური დახრილობა, მისი მნიშვნელობა მოცემული უნდა იყოს იმ წლის მდგომარეობით, რომელიც უახლოესია რუკის გამოცემის თარიღის, რომელიც 5-ის ჯერადია (მაგალითად: 1980, 1985 და ა.შ.). გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ყოველწლიური გამოთვლები მოწმობს მაგნიტური დახრილობის ფაქტობრივ ცვლილებას 10-ზე მეტი სიდიდით, უნდა მიეთითოს მაგნიტური დახრილობის გამოთვლის შუალედური თარიღი და სიდიდე.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება მიეთითოს მაგნიტური დახრილობის ყოველწლიური რყევის მნიშვნელობა და თარიღი.
3. სახელსაწყო ფრენის პროცედურების რუკების შემთხვევაში, მაგნიტური დახრილობის სიდიდის ცვლილების გამოქვეყნება უნდა მოხდეს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის რეგულირებისა და კონტროლის სისტემის (AIRAC) მაქსიმუმ, ექვსი ციკლის განმავლობაში.
4. მსხვილ საკვანძო რაიონებში, სადაც რამდენიმე აეროდრომია, მისაღებია მაგნიტური დახრილობის ერთი დამრგვალებული მნიშვნელობა, რათა პროცედურებზე, რომელიც ემსახურება რამდენიმე აეროდრომს, გამოყენებული იყოს მაგნიტური დახრილობის ერთი საერთო მნიშვნელობ