1. სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას.
2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 290. მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი ოქმი 1. სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო სხდომის მდივან ცაი უზრუნველკყოფს ტექნიკულრი სჩაპროცნაწერისო ან მოქმედებისი ნაწილის გაშეიფვრას. 2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს შტემდეგ მქნიკური ჩაგნაწერის ასლი ელექტრონული ფონრმისა თ, რაც უნდა დაკომპაყოფიუტლდერს. ასლის ჩგანდაწღერების საფასური გადატანიხდება საქართველ უოს კანონმდა ებლობიქთ დადგენილი წეს ოით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემშბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ბს-589(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…მიმდინარეობის ჩანაწერის, სტენოგრამისა და სხდომისთვის მომზადებული სხვა მასალების (მოხსენების, დადგენილების ან გადაწყვეტილების პროექტი, განმარტებითი ბარათები, ცნობა, დღის წესრიგი, მოწვეულ პირთა სია და სხვ.) საფუძველზე, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მიხედვით, ოქმის შედგენისთვის გამოიყენება ტექნიკური საშუალება. ამდენად, კომისიის შემთხვევაში - ოქმი ფორმდება ჩანაწერის…
საქმე №ბს-961(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2020
…იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ. იმავე კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა…
…მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს. რაც შეეხება სასამართლო სხდომის ოქმის დისკზე ჩაწერას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 290.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც…
…და გაკოტრების საქმეთა პალატს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 290-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. საქმე ბს-722-688(კ-06) ჯ. გ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო…
საქმე №3გ-ად-5-კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2001
…განსაზღვრულ ვადაში ოქმის გასაცნობად მიმართვის, უკანა რიცხვით ოქმის დათარიღების ფაქტი. უმართებულოა აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეს არ ერთვის სხდომების აუდიოჩანაწერი. სასამართლოს სხდომის ოქმს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად, თან ერთვის სხდომის მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი ოქმი. გარდა ამისა, მოძრაობა «დ.” წარმომადგენლის…
საქმე №3კ/740 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2001