1. ჰორიზონტალურ სიბრტყეში ათვლის სისტემის სახით გამოიყენება მსოფლიო გეოდეზიური სისტემა 1984 (WGS-84). გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედი და განედი) გამოიხატება WGS-84 გეოდეზიური ათვლის სისტემის მიხედვით.
შენიშვნა: WGS-84-თან დაკავშირებული ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია სახელმძღვანელოში „მსოფლიო გეოდეზიური სისტემა – 1984 (WGS-84)“ (ICAO-ს Doc 9674).
2. გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებიც გარდაიქმნა WGS-84 კოორდინატებად, მაგრამ რომლებთან დაკავშირებული თავდაპირველი საველე გადაღებების სიზუსტე არ აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღინიშნება ვარსკვლავით (*).
3. რუკაზე გეოგრაფიული კოორდინატების გარჩევადობის ხარისხი უნდა იყოს იგივე, რაც განსაზღვრულია რუკების კონკრეტული სერიისთვის.
შენიშვნა: WGS-84-თან დაკავშირებული სააერნაოსნო მონაცემების სიზუსტისა და ჰაერსანაოსნო მონაცემების მთლიანობის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული სპეციფიკაციები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) 1-ელ დამატებაშ