1. A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე გამოისახება ყოველი ადზ-ის, მასთან დაკავშირებული დამუხრუჭების ბოლო ზოლის ან დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის აფრენის ტრაექტორიის არეების და დაბრკოლებების ნახაზი და პროფილი.
2. ყოველი ადზ-ის, დამუხრუჭების ბოლო ზოლის, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის და აფრენის ტრაექტორიის არეში დაბრკოლებების პროფილი გამოისახება ყოველი ელემენტის შესაბამისი ნახაზის ზემოთ. აფრენის ტრაექტორიის სათადარიგო არეს პროფილი მოიცავს აფრენის სრული ტრაექტორიის ხაზოვან პროექციას და უნდა განთავსდეს მის შესაბამისი ნახაზის ზემოთ იმ ფორმით, რომელიც ყველაზე მოსახერხებელია ინფორმაციის სწრაფად გასაგებად.
3. პროფილის ბადე დაიტანება მთელ პროფილზე, ადზ-ის გამოკლებით. ვერტიკალური ათვლის ნულოვან მნიშვნელობად მიღებულია ზღვის საშუალო დონე. ჰორიზონტალური ათვლის ნულოვან მნიშვნელობად მიღებულია ადზ-ის ბოლო, რომელიც მდებარეობს აფრენის ტრაექტორიის შესაბამისი არეს მოპირდაპირე მხარეს. გრადუირების ნიშნები ინტერვალების მითითებით დაიტანება ბადის ჩარჩოს გასწვრივ და ვერტიკალურ კიდეებზე.
4. ბადის ვერტიკალური გრადუირება უნდა მოხდეს 30 მ-ის (100 ფუტის) შესაბამისი ინტერვალებით, ხოლო ჰორიზონტალური - 300 მ-ის (1000 ფუტის) შესაბამისი ინტერვალებით.
5. რუკა უნდა მოიცავდეს:
ა) ამ წესის 39-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საექსპლუატაციო მონაცემების რეგისტრაციის ჩარჩოს;
ბ) შესწორებებისა და მათი ამოქმედების თარიღების რეგისტრაციის ჩარჩოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რუკა წარმოადგენს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის ნაწილ