1. A ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე უნდა მიეთითოს მიღწეული სიზუსტის ხარისხი.
2. რუკაზე აღნიშნული ჰორიზონტალური მანძილები და ადზ-ის, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის შემაღლება უნდა მიეთითოს 0.5 მ-მდე (1 ფუტამდე) სიზუსტით.
3. საველე გადაღებებისა და რუკის გამოცემისას, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სიზუსტის ისეთი ხარისხი, რომ რუკიდან მონაცემების აღებისას, ცდომილება არ აღემატებოდეს შემდეგ მაქსიმალურ ზღვარს:
ა) ჰორიზონტალური მანძილი: 5 მ (15 ფუტი) საწყის წერტილში, შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:500;
ბ) ვერტიკალური მანძილი: 0.5 მ (1.5 ფუტი) პირველ 300 მ-ზე (1000 ფუტზე), შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:1000.
4. ვერტიკალურ სიბრტყეში ათვლის მოცემული სიდიდის შესახებ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, მიეთითება გამოყენებული მოცემული სიდიდის შემაღლება იმის მინიშნებით, რომ იგი სავარაუდოა.
თავი V
სააეროდრომო დაბრკოლებების რუკა B ტი