1. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის თავისუფალი წვდომა დოკუმენტაციაზე, მათ შორის:
ა) ნორმატიულ აქტებზე;
ბ) სახელმძღვანელო დოკუმენტებზე;
გ) ინსტრუქციებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტაციაზე, რომელიც უკავშირდება რუკების შედგენასა და განახლებას.
2. სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ დოკუმენტებში შესწორებების შეტანის და მუდმივი განახლების წესი, რომელიც ხარისხის მართვის სისტემის პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოფს დოკუმენტების:
ა) მოქმედების ვადის ადვილად განსაზღვრას;
ბ) შესატანი ცვლილებების კონტროლს;
გ) ხელმისაწვდომობა