1. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის და ჰაერსანაოსნო მონაცემების გავრცელება და ხელმისაწვდომობა:

ა) პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატირებაში, საფრენოსნო პერსონალის ჩათვლით;

ბ) ფრენების დაგეგმვისთვის, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებისათვის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის მფლობელთათვის;

გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის, რომელიც ახორციელებს საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურების გაწევას.

2. საწარმო უზრუნველყოფს გასავრცელებლად მიღებულ და შემდგომში გავრცელებულ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მთლიანობას და სისწორეს.

3. საწარმომ ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება უნდა განახორციელოს:

ა) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №471-ით დამტკიცებული “ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად;

ბ) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24   ბრძანებით დამტკიცებული  „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის“  შესაბამისად.
თავი XI
ფრენის პროცედურების  დიზაინის მომსახურებ