1. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს/შეგირდს უფლება არა აქვს გამოიყენოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება, თუ მას არ გააჩნია  ენის დაშვება.

2. ენის დაშვების მისაღებად, ვადის გასაგრძელებლად და განახლების მიზნით განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:

ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის  ფორმა (შესაბამისი გრაფები);

ბ) მეთვალყურის/ შეგირდის მოწმობის ასლი;

გ) ენის ცოდნის შეფასების სერტიფიკატის ასლი ,,სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის N 221 ბრძანების შესაბამისად, არანაკლებ მე-4 დონე ან ევროკონტროლის ინგლისური ენის ცოდნის შეფასების სერტიფიკატის (ELPAC) ასლი, არანაკლებ მე-4 დონ