1. ენის დაშვების მოქმედების ვადა, განისაზღვრება ენის ფლობის დონის შეფასების სერტიფიკატის მოქმედების ვადით.
2. მოწმობის პირველადი გაცემის და მისი განახლების დროს, ენის ფლობის დაშვების მოქმედების ვადა დაიწყება ენის ცოდნის წარმატებით გავლილი შეფასების თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
3. ენის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ, პირი დაშვების ვადის ამოწურვამდე 3 თვის განმავლობაში წარმატებით გაივლის ენის ცოდნის შეფასებას.
4. თუ ენის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაზე უფრო ადრე, მისი მოქმედების ვადა დაიწყება ენის ცოდნის შეფასების წარმატებით დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
5. ენის დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, დაშვების აღსადგენად მოწმობის მფლობელმა წარმატებით უნდა გაიაროს ენის ფლობის შეფასებ