1. ენის ფლობის საჭირო დონის შესანარჩუნებლად სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს იმ მეთვალყურეთა ენაში მომზადება:

ა)  რომელთა ენის დაშვება სამუშაო დონეს (მე-4 დონეს) შეესაბამება;

ბ) რომლებიც ფლობენ მოწმობას, მაგრამ ენის ცოდნის საჭირო დონეს ვერ ინარჩუნებენ ცოდნის რეგულარულ საფუძველზე გამოყენების შეუძლებლობის გამო.

2. ენაში მომზადება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლების ფარგლებში.

თავი Vთეორიული და პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის დაშვება, შემფასებლის დაშვე