1. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვება მოქმედია სამი წლის განმავლობაში. ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ დაშვების მოქმედების ვადაში ინსტრუქტორი გაივლის განმეორებით სასწავლო კურსს პრაქტიკული სწავლების ჩატარებაში სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში და თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. დაშვების მოქმედების ვადა გაგრძელდება, დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან მომდევნო სამი წლით.

2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების ვადის გასაგრძელებლად განმცხადებელმა სააგენტოში უდნა წარმოადგინოს:

ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის  ფორმა (შესაბამისი გრაფები);

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმეორებითი სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)  საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი, პუნქტზე მოქმედი დაშვებით;

დ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.

3. სამუშაო ადგილზე  სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ  მისი განახლება შესაძლებელია თუ :

ა) ინსტრუქტორი გაივლის განმეორებით სასწავლო კურსს პრაქტიკული სწავლების ჩატარების უნარებში სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში, დაშვების მოქმედების განახლებაზე განაცხადის წარდგენამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში; და

ბ) წარმატებით გაივლის პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასებას, დაშვების მოქმედების განახლებაზე განაცხადის წარდგენამდე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და თუ აკმაყოფილებს ამ წესის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების განახლების მიზნით, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

ა) ამ წესის მე-2 დანართის მიხედვით შევსებული განაცხადის  ფორმა;

ბ) განმეორებითი სწავლების და პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორის კომპეტენციის შეფასების წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

გ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი, პუნქტზე მოქმედი დაშვებით;

დ) მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატის ასლი.

5. სამუშაო ადგილზე  სწავლების ინსტრუქტორის დაშვების პირველადი გაცემის ან მისი მოქმედების ვადის განახლების შემთხვევაში, დაშვების მოქმედების ვადა დაიწყება შეფასების წარმატებით გავლის თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის   დაშვების  მფლობელი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებს, სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვება შეიძლება შეიცვალოს სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის დაშვებით, თუ დაკმაყოფილებული იქნება ამ წესის 26-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის მოთხოვნებ