1. თუ ამ წესის 21- ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება.
2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელიც ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის მოქმედ დაშვებას.
3. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება გაიცემა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მისი მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს ან ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად გაცემულ სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვების მოქმედების ვადას, იმისდა მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე დადგება.
4. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დროებითი დაშვება გაიცემა ცალკე დოკუმენტის სახით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინსტრუქტორის უფლებამოსილება და მოქმედების ვად