1. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორი (OJTI) უფლებამოსილია ჩაატაროს პრაქტიკული სწავლება და სწავლების პროცესის ზედამხედველობა იმ სამუშაო ადგილზე, რომელზეც გააჩნია პუნქტზე მოქმედი დაშვება, ხოლო სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობაზე მისთვის მინიჭებული ოსტატობის მიხედვით.
2. სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორი (OJTI) უფლებამოსილია ჩაატაროს სწავლება თუ:
ა) სულ ცოტა, ორი წლის განმავლობაში, ახორციელებდა იმ ოსტატობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომელთან დაკავშირებითაც ატარებს სწავლებას;
ბ) უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, ახორციელებდა სამეთვალყურეო პუნქტზე იმ მოქმედი დაშვებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, რომელთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება;
გ) გააჩნია სწავლების ჩატარების პრაქტიკული ჩვევები იმ პროცედურებში, რომლებთან დაკავშირებითაც მას მოუწევს სწავლების ჩატარება.
3. სასწავლო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა, მაგრამ არანაკლებ ერთ წლამდ