1. ეს წესი განსაზღვრავს:

ა) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის (შემდგომ-მეთვალყურის) და მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის, (შემდგომ-შეგირდი) მეთვალყურის ოსტატობის,  დაშვების გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, განახლების, მოწმობის შეჩერების და გაუქმების, მეთვალყურის სწავლების  საფუძვლებს და მოწმობის მფლობელის უფლება-მოვალეობებს;

ბ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების (შემდგომ-სასწავლო დაწესებულება)  სერტიფიკატის გაცემის, შეჩერების და გაუქმების  საფუძვლებს.

2. წესი ვრცელდება მეთვალყურე/შეგირდზე და მათ სასწავლო დაწესებულებაზე, ასევე ყველა იმ პირზე,  რომელიც ამ წესის შესაბამისად ჩართულია მეთვალყურის მოწმობის მაძიებლის სწავლების, გამოცდის  და/ან  შეფასების პროცესში.

3. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება შეიძლება განახორციელოს  მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული კომპეტენციის და მოწმობის მქონე პირმ