1. სერტიფიკატის მფლობელმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს საწაფის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ინტეგრირების სისტემა, მათ შორის:
ა) საჰაერო ხომალდზე განხორციელებული ნებისმიერი მოდიფიკაცია (არა აქვს მნიშვნელობა ვარგისობის დირექტივების მიხედვით იყო შესრულებული თუ არა), რომელიც მნიშვნელოვანია სწავლების, შემოწმებისა და გამოცდისათვის;
ბ) საწაფის მოძრაობისა და ვიზუალური სისტემების ნებისმიერი მოდიფიკაცია, როცა იგი მნიშვნელოვანია სწავლებისა და შემოწმებისათვის;
გ) საწაფი აპარატურისა და პროგრამის მოდიფიკაცია, რომელიც გავლენას ახდენს ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მახასიათებლებსა და სისტემის ოპერირებაზე ან მოძრაობისა და ვიზუალური სისტემების ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია უნდა შეფასდეს თავდაპირველ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებზე მოხდენილი გავლენის განსაზღვრის მიზნით. სერტიფიკატის მფლობელმა უნდა მოამზადოს ყველა იმ სავალიდაციო შემოწმების ცვლილება, რომლებზეც გავლენა იქონია აღნიშნულმა მოდიფიკაციამ და გამოსცადოს საწაფი ახალი კრიტერიუმებით;
დ) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს წინასაწარ უნდა აცნობოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე იმის დასადგენად, რომ მის მიერ ჩატარებული შემოწმება დამაკმაყოფილებელია. სააგენტომ უნდა დაადგინოს, საჭიროებს თუ არა საწაფი სპეციალურ შეფასებას მოდიფიკაციის შემდგომ სწავლების პროცესში დაბრუნებამდე.
2. იმ შემთხვევაში, თუ საწაფზე დამონტაჟდა ისეთი დამატებითი მოწყობილობა, რომელიც არ არის სავალდებულო მისი კვალიფიკაციისათვის, სააგენტო ვალდებულია შეაფასოს და დაადგინოს, თუ რამდენად ახდენს დამატებითი მოწყობილობა უარყოფით გავლენას სწავლების ხარისხზ