1. განმცხადებელმა/სერტიფიკატის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული მომსახურება შეესაბამებოდეს ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და ასევე სერტიფიკატის მფლობელისთვის გაცემული სერტიფიკატის პირობებს. ამასთან, განმცხადებელი/სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების გამწევ ორგანიზაციაში სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირის დაუბრკოლებელი შესვლა, შესრულებული სამუშაოების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ჰყავდეს საკმარისი პერსონალი დაგეგმილი ამოცანების და საქმიანობის შესასრულებლად;
გ) საწაფი განთავსებულ იქნეს გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას;
დ) საწაფის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პერსონალი ინფორმირებულ იქნეს საწაფის უსაფრთხოების ტექნოლოგიის და საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში უსაფრთხოების აღჭურვილობით სარგებლობისა და მოქმედების პროცედურების თაობაზე.
2. განმცხადებლმა/სერტიფიკატის მფლობელმა უნდა აწარმოოს ინსტრუქტორების თეორიული მომზადების, მათი ცოდნის, გამოცდილების და ინსტრუქტაჟის ჩატარების მეთოდიკის შეფასების შესახებ ჩანაწერები, სადაც ასევე მითითებული უნდა იქნეს თეორიული/პრაქტიკული საკითხების ჩამონათვალი.
3. განმცხადებლმა/სერტიფიკატის მფლობელმა უნდა აწარმოოს ინსტრუქტორების და გამომცდელის კვალიფიკაციის ჩანაწერები, შესაბამისი დაშვებების მითითებით.
4. განმცხადებელს/სერტიფიკატის მფლობელს უნდა გააჩნდეს დაგეგმილი ამოცანების შესრულებისა და საკუთარი საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო შენობა და საშუალებები.
5. საწაფის უსაფრთხოების მახასიათებლები, როგორიცაა სიმულაციის ავარიულად გაჩერება და ავარიული განათება, უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ და შემოწმების შედეგები ინახებოდეს შესაბამისი ჩანაწერების სახი