1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საწაფს კვალიფიკაციის დონეს ანიჭებს სააგენტო, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) 2012 წლის 4 ივლისის №2012/010/R და №2012/011/R გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია სასერტიფიკაციო მახასიათებლები თვითმფრინავის და შვეულმფრენის საწაფის საკვალიფიკაციო დონის მისანიჭებლად.
2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილია იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ საწაფი შემუშავებულია/დამზადებულია იმ კონკრეტული საჰაერო ხომალდის დამპროექტებელის ან მწარმოებელის მიერ, რის იმიტაციასაც ასრულებს საწაფი, ან აღნიშნულ დამპროექტებელს ან მწარმოებელს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საწაფის შემუშავება/დამზადებაში, კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლად, სააგენტოს მიერ, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველადი კვალიფიკაციის მონაცემები.
3. საწაფის კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად სერტიფიკატის მფლობელმა უნდა ჩაატაროს ყველა ის შემოწმება, რომელიც მითითებულია სახელმძღვანელოში (MQTG), ასევე ფუნქციონალური და სუბიექტური შემოწმებები ეტაპობრივად, 12 თვის განმავლობაში