1. განმცხადებლის მიერ, ამ წესით დადგენილი სერტიფიცირების I და II ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის შესახებ.
2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
3. სერტიფიკატის მფლობელისთვის ნებადართული საქმიანობის სფერო და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სერტიფიკატის დანართით.
4. სერტიფიკატი (დანართი 2) გაიცემა სერტიფიკატის დანართთან (დანართი 3) ერთად, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საწაფის მონაცემებისა და კვალიფიკაციის დონის შესახე