1. განმცხადებელი,  სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და იგი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

2. განცხადება სააგენტოსათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი;

ბ) მართვის სისტემის  სახელმძღვანელო;

გ) ტექნიკური მომსახურებისთვის შესაბამის ტექნიკური მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან არსებული ხელშეკრულებების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის მონაცემები, რომელთა მიერ მოხდება საწაფის კვალიფიკაციის და ვარგისობის შენარჩუნება;

ე) საწაფის საექსპლუატაციო მონაცემები;

ვ) საწაფის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელო – QTG;

თ) საწაფის მწარმოებლის ინსტრუქციების საფუძველზე შედგენილი ტექნიკური მომსახურების სახეობების და ინტერვალების ჩამონათვალ