1. სერტიფიცირება ხორციელდება შემდეგ ეტაპებად:

ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს:

ა.ა) განცხადების და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენას;

ა.ბ) განცხადების და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას;

ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) საბაზო ობიექტის შემოწმებას;

ბ.ბ) საწაფის შემოწმებას (სუბიექტური, ობიექტური და ფუნქციონალური);

გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე ურის თქმის შესახებ.

2. საწაფის პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღე