1. ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიკატის (შემდგომში „სერტიფიკატი“) მიღების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ახორციელებს საწაფის ექსპლუატაციას კომერციული მიზნით.
2. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს საწაფის ექსპლუატაცია კომერციული მიზნით, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი.
3. სერტიფიკატის გაცემას, მასში ცვლილების შეტანას, შეჩერებას, სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვას და სერტიფიკატის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში „სააგენტო“)