1. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინასწარი განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მათი შემცველი ინფორმაცია ამ წესის მოთხოვნებს.

2. სააგენტო 3 (სამი) დღის ვადაში ამოწმებს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ჩამონათვალის სისრულეს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტ(ებ)ის წარმოსადგენად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახე