1. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი და/ან მისი დანართი, საწაფის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, ახალი პირობების შესრულებამდე სააგენტოს წარუდგინოს სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შესატანად საჭირო დოკუმენტაცია.
2. საწაფის საკვალიფიკაციო სერტიფიკატში რაიმე სახის ცვლილების შეტანის თაობაზე განაცხადის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს პირველადი შეფასების პროცედურას.
3. სააგენტო ახორციელებს შეფასებას, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში, ან თუ აღმოჩნდება, რომ საწაფი არ ფუნქციონირებს მისთვის მინიჭებული პირველადი საკვალიფიკაციო დონის შესაბამისად.
4. სააგენტო ახორციელებს სპეციალურ შეფასებას საწაფისათვის უფრო მაღალი საკვალიფიკაციო დონის მისანიჭებლად.
5. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის საფუძველია, თუ:
ა) შეიცვალა საწაფის სერტიფიკატის მფლობელის სახელი ან საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც იწვევს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებების შეტანას.
6. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. საწაფის სერტიფიკატის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ძველი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სააგენტოში დაბრუნებ