1. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ სერტიფიკატის მფლობელის ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.
2. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სააგენტო სერტიფიკატის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.
3. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შეზღუდვის მიზეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვ(ებ)ის გაუქმების თაობაზე, თუ დარწმუნდება ნაკლოვანებების აღმოფხვრაშ