1. კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
ა) მოსამზადებელი ეტაპი;
ბ) ძირითადი ეტაპი;
გ) დასკვნითი ეტაპი.
2. კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს:
ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);
ბ) საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საპრეტენზიო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შექმნას;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას (თუ ეს მოთხოვნები არ არის საკრებულოს დადგენილებით უკვე განსაზღვრული);
ე) ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას;
ვ) კონკურსის ჩატარების ფორმების განსაზღვრას და გამოქვეყნებას;
ზ) კონკურსის ჩატარების გრაფიკის დადგენას და გამოქვეყნებას;
თ) ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გასაუბრების წესის“ მომზადებასა და გამოქვეყნებას;
კ) კონკურსის გამოცხადებას.
3. კონკურსის ძირითადი ეტაპი იწყება კონკურსზე განცხადებების მიღების ვადის დამთავრებით და გულისხმობს:
ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსზე შემოტანილი განცხადებების და თანდართული მასალების განხილვას, შემოწმებას, დაზუსტებას და გადაწყვეტილების მიღებას პირის კონკურსში კანდიდატად ჩართვის ან უარის თქმის შესახებ;
ბ) პროფესიული ცოდნის, ზოგადი უნარების მოთხოვნებს და პროფესიული უნარების შემოწმებას გასაუბრების ფორმის გამოყენებით.
4. კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საპრეტენზიო კომისიისაგან მიღებული წინადადებების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ან კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახე