1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს (მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა), რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც (გარდა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისას), ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს.

3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელიც:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდ