1. კონკურსის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის, კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება იფარება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

2. კომისიის მოწვეულ წევრს (არასაჯარო მოსამსახურეს) კომისიაში მუშაობის დროის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით ეძლევა კომპენსაცია განაცდურისათვის (პირის დღიური სამუშაო ხელფასის შესაბამისად, ხოლო თუ პირი არ მუშაობს, საჯარო მოხელისათვის მივლინების პერიოდში დადგენილი დღიური ნორმის შესაბამისად).

3. მოქალაქეები კონკურსში მონაწილეობისათვის გაღებულ ხარჯებს (მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის დაქირავება, დოკუმენტების გამრავლება-დაგზავნა და ა.შ.) ფარავენ პირადი სახსრებით.

4. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო საკრებულოს აპარატის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იმ თანამშრომელთა შემადგენლობით, რომლებიც არ ღებულობენ კონკურსში მონაწილეობას. სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარ